თერმოსკრინინგი ხორნაბუჯსა და სამრეკლოში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი თერმოსკრინინგის პროცედურას დღეს ხორნაბუჯსა და სამრეკლოში დაესწრო.
COVID-19-ის პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოქალაქეებისთვის ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შემოწმება უკვე 7 სოფელსა და 2 დასახლებაში განხორციელდა.