სამუშაო შეხვედრა მერიაში.

21 May, 2018

 

                                                                                       

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მერიის ყოველკვირეულ თათბირზე იმსჯელეს. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა. 
მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და მათი გადაჭრების გზები ადმინისტრაციული და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად დასახა. 
სამუშაო შეხვედრაზე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავია და ეს თარიღი ჩვენს მუნიციპალიტეტში ღირსეულად უნდა აღინიშნოს.
დღევანდელ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა კიდევ ერთ თარიღზე ისაუბრა: ,,წელს სოფელ საბათლოს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება და , ვფიქრობ, ამ თარიღის აღნიშვნა აუცილებელია. ამიტომაც საბათლოში მერის წარმომადგენელს და სამსახურის ხელმძღვანელებს გთხოვთ, რომ შესაბამისი ღინისძიებები ერთობლივად დაგეგმოთ“-აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა .

გააზიარე