საკრებულოს მორიგი სხდომა

27 მარტი, 2018

                                                                                                             

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. 
საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას, რომლის მიზანიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობაა.
დღესვე საკრებულომ ,,ლიცანზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30- ე მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ „ საქართველოს კანონის საფუძველზე დაამტკიცა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. 
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს და განიხილეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური აუდიტის და 2015-2016 წლებში ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის N 7/36 ანგარიში. 
საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. დებატების შემდეგ საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომელშიც ფინანსური აუდიტის რეკომენდაციებია გათვალისწინებული.

გააზიარე