საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დედოფლისწყაროში

23 May, 2018

                                                               

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მოადგილეებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია და და კახეთში სახელწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და მუნიციპალ;იტეტის მერთან , ნიკოლზ ჯანიაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში , ირაკლი ქარსელაძე ქედების ზონასა და ოზაანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო , ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. აღინიშნა, რომ წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და ახლო მომავალში დასრულდება.

გააზიარე