ფიროსმანის მუზეუმს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელწიფო მუზეუმის ახალი დირექტორი წარადგინა.
მუზეუმს დალი აბაშიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ანზორ მაძღარაშვილი ნიკოლოზ ანთიძის კონსულტანტად დაინიშნა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და ნიკოლოზ ანთიძემ დალი აბაშიძეს დაკავებული თანამდებობა მიულოცეს და ანზორ მაძღარაშვილს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.