ნიკოლოზ ჯანიაშვილი ,,ქართველ კომპოზიტორთა საღამოს“ დაესწრო

23 May, 2018

                                                              

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხელოვნების სკოლიაში ,,ქართველ კომპოზიტორთა საღამოს“ დაესწრო, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს გაიმართა. კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებთან ერთად შეასრულეს. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ხელოვნების სკოლის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.: ,,ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას ვუყურებ. ამ ახალგაზრდებში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს ვხედავ . მხოლოდ დედოფლისწყაროში ამდენი ხალასი ნიჭის მქონე ახალგაზრდა ნიშნავს , რომ საქართველო კიდევ მრავალი საუკუნე იზეიმებს დამოუკიდებლობის იუბილეს და ის კიდევ და კიდევ უფრო წარმატებული ქვეყანა გახდება. უღრმესი მადლობა მათ და მათ პედაგოგებს. დღევანდელი საღამო დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და კონცერტის რეპერტუარშიც მხოლოდ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შევიდა. ამისთვისაც დიდი მადლობა ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს.“ სიტყვის დასასრულს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოება დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებზე მიიწვია, რომლებიც 26 მაისს დედოფლისწყაროში გაიმართება.

გააზიარე