ღია კონკურსი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ღია კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი - ერთი ადგილი.
- მესამე რანგის 1-ლი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მერის წარმომადგენელი სოფელ ოზაანის ადმინისტრაციულ ერთეულში - ერთი ადგილი.
განცხადებების რეგისტრაცია სწარმოებს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge განცხადების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2018 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.