ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულების ცერემონია გაიმართა

21 April, 2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა კახეთის რეგიონში ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. 
ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული კლუბი კლუბის მიზანი კახეთის რეგიონის მასშტაბით ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაა. მათ შორის, რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ევროატლანტიკური სტურქტურების მიმართ გააზრებული მხარდაჭერისა და ნდობის გაზრდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხრიდან ევროატლანტიკური კლუბი შეიქმნის დებულებას ხელი მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოაწერა. 
კახეთი საქართველოს პირველი რეგიონია, სადაც ევროატლანტიკური კლუბი შეიქმნა.

გააზიარე