დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროფილაქტიკისა და , შესაბამისად, სადეზინფექციო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით , მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება.
შესაბამისი გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს მერიისა და ბაღების გაერთიანების მიერ ერთობლივად იქნა მიღებული.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგების 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაწყების თაობაზე. სხდომაზე ასევე აღინიშნა , რომ გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშო ბაღებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგაზაფხულო არდადეგები 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება.
საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ქვეყანაში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.