9 მაისი სოფელ გამარჯვებაში

9 May, 2019

                                                                                                                                                                     

,, 6 წელიწადში, როცა ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნება, ზურა პაპას 100 წელი შეუსრულდება. მთელი გულით ვისურვებ, რომ მან ეს თარიღი ჩვენთან ერთად იზეიმოს. ზურაბ სულაშვილი თქვენი სოფლიდანაა და ის ერთ-ერთი მათგანია იმ ოთხი დედოფლისწყაროელი ვეტერნიდან, რომლებიც დღევანდელ დღეს აღნიშნავს. ვფიქრობ, რომ ეს თითოული გამარჯვებელისთვის საამაყოა. “- განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ გამარჯვებაში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 
გამარჯვებელებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღე სოფლის შინმოუსვლელთა მემორიალთან აღნიშნეს. 
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერის წარმომადგენელთან სოფელ გამარჯვებაში ზვიად ზვიადაურთან და საკრებულოს წევრთან, გიორგი ჭინჭარაულთან ერთად დაესწრო.

გააზიარე