საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკას ეწვია, სადაც დღეს დილიდან ,,კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი´უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ატარებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში მუნიცპალიტეტის მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის: უროლოგის, ონკოლოგის, გასტროენტეროლოგის, ენდოკრინოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, მამოლოგისა და გინეკოლოგის.
უფასო სამედიცინო კონსულტაციები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.