საბავშვო ბაღები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 17 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. საბავშვო ბაღებით ამ დროისათვის 930 აღსაზრდელი სარგებლობს
2013 წლის 1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღები უფასო გახდა . ამ მხრივ კი დედოფლისწყარო მთელი ქვეყნის მასშტაბით პიონერია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ინკლუზიურ სწავლებას, რაც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას.