მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

                                                                                                        

        დედოფლისწყაროს გერბი: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ოთხ ნაწილად: I-ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრე  ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი (ბაირაღი)  და მასზე  გამოსახულია  თამარ მეფის წითელი ხელრთვა  (ხელმოწერა).  ციხე-სიმაგრის სარკმელები  და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II- მეწამული ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ  ვერცხლის წყარო, დაბლა კი ოქროს მთა. III- ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი- სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ზემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ მეწამული ბაფთა, რომლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი-,, დედოფლისწყარო".

                                                                                                   

                                                                                                    

                                                                                                      

დედოფლისწყაროს დროშა: დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად-ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველს უჭირავს დროშის 1/3, ხოლო მეწამულ ველს 2/3. ლურჯ და მეწამულ ველთა გადაკვეთაზე  გამოსახულია ჰერალდიკური ფარი- ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა . ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს. დროშის პროპორციაა2/3.

Share page