დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ზემო ქედში ახალი სკოლა დაათვალიერა

16 May, 2019

                                                                                                                       

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა  საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელთან , ეთერ დავითაშვილთან ერთად  სოფელ ზემო ქედის    მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოს პერიოდში დასრულდება.  მომავალ სასწავლო წელს კი ზემო ქედელები ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეხვდებიან.

ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და  საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით (Millennium Challenge Corporation – MCC)  ხორციელდება.

Share page