ვანო ნაზარეთიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური ტურნირი

21 May, 2018

                                                                      

ტრაგიკულად გარდაცვლილი სამრეკლოელი ფეხბურთელის, ვანო ნაზარეთიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური ტურნირი დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. შეჯიბრში ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საფეხბურთო გუნდები მონაწილებდნენ. 
ფინალში ერთმანეთს სამრეკლოელიელი და დედოფლისწყაროელი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. დაძაბული ფინალური მატჩი დედოფლისწყაროელთა გამარჯვებით დასრლდა და გუნდი ვანო ნაზარეთიანის თასის მფლობელი გახდა. 
გამარჯვებული ფეხბურთელები დიპლომებითა და ფულად პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ვანო ნაზარეთიანი დედოფლისწყაროს გუნდ ,,შირაქის“ წარმატებული ფეხბურთელი იყო, რომელიც 2014 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი სახელობის ტურნირი წელს მესამედ ჩატარდა.

გააზიარე