შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. დედოფლისწყაროში.

8 აგვისტო, 2018

                                                   

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენელთან, ავთანდილ თეთრაულთან ერთად ქ. დედოფლისწყაროში, ვაჟა-ფშაველასა და კახეთის ქუჩებზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. 
ქ. დედოფლისწყაროში წელს გზის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ლეონიძის, ევდოშვილის, თამარის ქუჩებსა და 9 ძმის პირველ შესხვევშიც იგეგმება.

 

გააზიარე