სერაფიმ საროველის ხსენების დღე
ღირსი მამის, სერაფიმ საროველის ხსენების დღე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა სამუკაშვილმა მრევლს სამრეკლოს სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრიდან მიულოცეს.
სადღესასწაულო წირვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსთან, მიქაელთან, წალკელ ეპისკოპოსთან, გრიგოლთან, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსთან, დამიანესთან და საქართველოს ოთხი ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ღირსი მამის წმინდა ნაწილების პოვნის დღეს დღესასწაულობს.