სამუშაო შეხვედრა მერიაში

4 თებერვალი, 2020

                                                                                                                                                                 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილეებთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
თათბირზე აღინიშნა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული მშენებლობები უახლოეს პერიოდში ახალი ენერგიით განახლდება. ადგილობრივი ხელისუფლება კი პროექტების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში თითოეული საჯარო მოხელისა თუ რიგითი მოქალაქის როლი მნიშვნელოვანია , ამიტომაც მან თანამშრომლებს მიმდინარე პროცესებში მეტი ჩართულობისა და აქტიურობისაკენ მოუწოდა.

გააზიარე