სამუშაო შეხვედრა მერიაში

15 May, 2018

                                                                              

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის მოადგილესთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და , ა (ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად გასული სამუშაო კვირა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 
დღევანდელ თათბირზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ახალი წარმომადგენლები წარადგინა, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას მიმდინარე კვირიდან შეუდგნენ. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული საჯარო მოხელეების კონკურსის საფუძველზე , სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ავთანდილ ხუმარაშვილი დაინიშნა, სოფელ არხილოსკალოში იოსებ კობაიძე, ხოლო გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულს ზვიად ზვიადაური უხელმძღვანელებს. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის ახალ თანაშემწეებს აღნიშნული პოზიციების დაკავება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
სამუშაო შეხვედრაზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისავთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

გააზიარე