✔️ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა:

21 May, 2018

 

 

 

 

 

                                            
✅ 19 მაისი , 11 :00- ქ. დედოფლისწყაროს ცენტრალური
სტადიონი, კახეთის 2018 წლის ფესტივალი ფეხბურთში (2007-2008 წელს დაბადებულთა შორის).
✅ 19 მაისი, 19:00- დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრული ფილმის- ,,ლაზარეს“ ჩვენება.
✅ 22 მაისი, 18:00- დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის ხელოვნების დარბაზი, ქართველ კომპოზიტორთა საღამო.
✅ ️ 23 მაისი, 14:00- დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ფოტოგამოფენა ,,ძველი და ახალი დედოფლისწყარო“.
✅ ️ 25 მაისი, 18:00- დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონი, ამხანაგური მატჩი ფეხბურთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია - კახეთის საპატრულო პოლიცია.
✔ 26 მაისი:
✅ 11:00- დედოფლისწყაროს ცენტრალური ბიბლიოთეკა, ღონისძიება: ,,დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“.
✅ 12:00- რუსთაველის ქუჩაზე, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის სკვერამდე გაიმართება ,,პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი . ფესტივალის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეული წარდგება ტრადიციული სუფრითა და ფოლკლორით.
✔️ ფესტივალის პარალელურად გაიმართება შემდეგი ღონისძიებები: 
რუსთაველის ქუჩა- ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
✅ რუსთაველის ქუჩა- დედოფლისწყაროს ადგილობრივი მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა- ,,წარმოებულია დედოფლისწყაროში“.
✅ ️რუსთაველის ქუჩა- ბაგირის გადაწევა, მკლავჭიდი, შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში, მარათონი, ქართული ჭიდაობა.
✅ რუსთაველის ქუჩა-სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა.
✅️ 15 :00- დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ფოიე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის თანამშრომელთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
✅ 15:30 -დედოფლისწყაროს კულტურის სახლისა და სპორტული დარბაზის ახლად რეაბილიტირებული ეზო, მაგიდის ჩოგბურთი.
✅️ 16:00- რუსთაველის ქუჩა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება გალა-კონცერტი. კონცერტზე დაჯილდოვდებიან ,, პურის, ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალსა (ნომინაციები: საუკეთესო ღვინო, საუკეთესო პური, საუკეთესო კუთხე) და სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულები. 
✅ დედოფლისწყაროს კულტურის სახლისა და სპორტული დარბაზის ახლად რეაბილიტირებული ეზო, დისკოთეკა. 
✅️ ღონისძიებებს დაასრულებს ფეიერვერკი.

გააზიარე