ნიკოლოზ ჯანიაშვილი უკრაინელ ინვესტორებს შეხვდა

2 სექტემბერი, 2018

                                                             

   უკრაინელი ინვესტორები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები დედოფლისწყაროს საინვესტიციო გარემოთი და პოტენციალით დაინტერესდნენ. ამის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია პირადად ნიკოლოზ ჯანიაშვილისგან მიიღეს. 
უკრაინელ ინვესტორებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაცია აქვთ გაშენებული. სამომავლოდ ისინი აღნიშნული ბიზნესის გაფართოებას და ინვესტიციების გაზრდას გეგმავენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი უკრაინელ ბიზნესმენებს მხარდაჭერას შეჰპირდა და აღნიშნა, რომ მიესალმება უკრაინელი ინვესტორების საქმიანობას დედოფლისწყაროში, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ წინვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინტერვიუ ჩაწერეს.

გააზიარე