მერმა სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები გადასცა

6 ივლისი, 2018

                                            

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის მოადგილესთან , მალხაზ მერაბიშვილთან და სოფელ მირზაანში მერის წარმომადგენელთან, აკაკი თარაშვილთან ერთად მირზაანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ კურტანიძეებისა და კირელგიანების ოჯახებს საკვები პროდუქტები მიუტანა. მერი მირზაანის მოსახლეობასაც შეხვდა და არსებულ პრობლემებე ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. ნიკოლოზ ჯანიშვილმა მირზაანელებთან საუბარში სოფელში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, საქველმო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

 

გააზიარე