მერიისა და ადგილობრივი მეწარმეების მორიგი საქველმოქმედო აქცია

29 April, 2020

                                                                                                                     

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი მეწარმეების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გრძელდება.
აქციის ფარგლებში, დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშველმა ქ. დედოფლისწყაროში მერის წარმომადგენელთან, ბესიკ ცისკარაულთან და ,,წითელი ჯვრის“ მოხალისეებთან ერთად სასურსათო კალათები ქ. დედოფლისწყაროს შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.
აღნიშნული აქცია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან საკვები პროდუქტები ამჯერად 120-მა ოჯახმა მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და პარლამენტარი ირაკლი შიოლაშვილი გაწეული ქველმოქმედებისათვის და გვერდში დგომისათვის მადლობას უხდიან ალექსანდრე ხოსროშვილს, ჯემალ დემეტრაძეს, ზურაბ ყაზარაშვილს, ელიზბარ იმერლიშვილს, ზურაბ თეთვაძეს, გიორგი ნატროშვილსა და იოსებ ნატროშვილს.

გააზიარე