მერიის მორიგი საქველმოქმედო აქცია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს. ამჯერად მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის წარმომაგენელთან , ვანო ბენაშვილთან ერთად ოზაანში მცხოვრები ტრისტან და ქეთევან ქურხულიშვილების ოჯახი მოინახულა.
მერმა და მერის წარმომადგენელმა სოციალურად დაუცველ ოჯახს მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მიუტანეს, პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მათ მოგვარებას შეპირდნენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.