კახის დრამატული თეატრი დედოფლისწყაროში.

30 April, 2019

                                                                                                                                                               

  კახის ქართული დრამატული თეატრის დასი დედოფლისწყაროს ეწვია და მაყურებლის წინაშე ლერი შაშიაშვილის სპექტაკლით ,,მამა არსენი“ წარდგა. 
დასის დედოფლისწყაროში სტუმრობა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით მოხდა. 
ჰერელ სტუმრებს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი კაპანაძე , კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს წევრი მიხეილ ბახუტაშვილი მიესალმნენ. 
წარმოდგენამ დედოფლისწყაროელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გააზიარე