გუბერნატორის სამუშაო ვიზიტი დედოფლისწყაროში

27 ივნისი, 2018

                                                                                                                   

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. 
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მხარის გუბერნატორმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან - ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შ.პ.ს. „მექანიზატორის” წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს ალოობის მიმდინარეობის პროცესი. მოისმინეს მერის წარმომადგენლებისგან, თუ რამდენად შეუფერხებლად და უდანაკარგოდ ხდება მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან, მეუფე დიმიტრისთან ერთად, მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა წმინდა ვახტანგ მეფის სახელობის სკოლა-ინტერნატი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ სკოლა-ინტერნატის მე-3 საფეხურის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციას და სპორტდარბაზის მშენებლობას. 
დედოფლისწყაროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მხარის გუბერნატორი სოფელ არბოშიკში სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამუშაოების შესრულება მაისის თვეში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. სოფ. არბოშიკში ახალი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ 130 ოჯახი ისარგებლებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვიზიტის დასასრულს, ირაკლი ქადაგიშვილი ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად ბიზნესმენ დავით ჯავახიშვილს ეწვია , რომელიც მშობლიურ სოფელში ტურიზმის აღორძინებას გეგმავს და ამ ეტაპზე შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.

გააზიარე