გალა-კონცერტი და ფესტივალში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

28 May, 2018

                                                                                      

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ,, პურის, ღვინისა და ფოლკლორის“ ფესტივალსა და სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულები დაჯილდოვა. 
ნომინაციაში- საუკეთესო შოთის პური-ელგუჯა ცისკარაულმა გაიმარჯვა, მეორე ადგილი ჟუჟუნა ჯავაშვილმა, ხოლო მესამე-ნანა ზანდარიძემ დაიკავა. 
ნომინაციაში-საუკეთესო კახური თეთრი ღვინო-გამარჯვება წილად ხვდა თემურ ოზბეთელაშვილს, მეორე ადგილი-მაია ლამაზოშვილს, მესამე კი მერაბ მაძღარაშვილმა და არონი მოსულიშვილმა გაიყვეს. საუკეთესო კახური წითელი ღვინის წარმოდგენისათვის ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვება ბესარიონ წიკლაურს მიაკუთვნა, მეორე-ამბაკო ბაღაშვილს, მესამე კი გოდერძი გონაშვილს. 
ჟიურის შეფასებით, ეთნოგრაფიული კუთხე ყველაზე ღირსეულად ქვემო ქედელებმა, არბოშიკელებმა და არხილოსკალოებმა წარმოადგინეს, საუკეთესო მხატვრული ნომრებით კი სამთაწყაროელები, გამარჯვებელები და ქვემო ქედელები გამოირჩეოდნენ. 
მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ ცარო მარტიაშვილი, დალი ელისაშვილი და ნინო ნიკვაშვილი. 
ფესტივალებში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაც.
დედოფლისწყაროს ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა- ,,წარმოებულია დედოფლისწყაროში“ გამარჯვებული ნინო ბახუტაშვილი გახდა, რომელიც ხალხური რეწვის სახელოსნო „ფესვებს“ ხელმძღვანელობს. იგივე ნომინაციაში მეორე ადგილი ი მეწარმე ნიკოლოზ ბენიაიძემ დაიკავა.
დღესვე, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ძიულოში ლაშა ბექაურიც დააჯილოვა. 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვლინდა გამარჯვებული კონკურსში ,,მე რომ მერი ვიყო“ , რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა ჩაატარა. საუკეთესო თემის ავტორი ანა ჩიტინაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა დიპლომით დააჯილოვა და მერიაში ერთი სამუშაო დღის გატარება შესთავაზა.
გალა-კონცერტტზე მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა კულტურის ცენტრის თანამშრომელთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც კულტურის სახლის ფოიეში იყო გამოფენილი.

გააზიარე