ციფრული წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობა რეგიონებში

27 ივლისი, 2018

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის GENIE ფარგლებში ხორციელდება პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“. პროგრამის მიზანია ციფრული წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობა რეგიონებში, რისთვისაც მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მათ შორის - საინფორმაციო შეხვედრები, კონსულტაციები მეწარმეებისა და კერძო პირებისათვის, ტრენინგები და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.
აღნიშნული ვიდეო მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია ინტერნეტის შესაძლებლობებისა და რესურსების შესახებ. ასევე , პრაქტიკული რეკომენდაციები, რათა ეფექტურად გამოიყენონ ციფრული შესაძლებლობები საკუთარი მარკეტინგული თუ სხვა ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად..

ვიდეოს ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=7slmOUjn_-8&t=130s

გააზიარე