ბიძინა მაზიაშვილის მემორიალური ტურნირი

2 აგვისტო, 2018

                                                       

ტრადიციულად, ელიაობისა და დედოფლისწყაროობის დღესასწაულებს მიეძღვნა ბიძინა მაზიაშვილის მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ელია თეზბიტელის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.
შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა დედოფლისწყაროელმა, ლაგოდეხელმა, ყვარლელმა, ახმეტელმა, საგარეჯოელმა, თბილისელმა, წყნეთელმა , გორელმა და კასპელმა სპორტსმენებმა მიიღეს. 
გამარჯვებულები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამაზ თამაზაშვილმა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ დააჯილდოვეს. 
ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის ტურნირს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ესწრებოდნენ.

გააზიარე