ახალი გზები

6 აგვისტო, 2018

                                                                          

დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომელთან, ავთანდილ თეთრაულთან და ზემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ბეჟან სუხაშვილთან ერთად ზემო ქედი - არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. 
სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარები და დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები. 
შეგახსენებთ, რომ ზემო ქედი-არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოებით პროექტი დასრულდა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უკვე აქვს სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა.

გააზიარე