ალოობა-2019

5 ივლისი, 2019

                                                                                                                            

   დედოფლისწყაროში ალოობა აქტიურ ფაზშია. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიმდინარე სამუშაო პროცესს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტართან, ირაკლი შიოლაშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ერთად გაეცნო .
კახეთის რეგიონში დღეისათვის 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული. აქედან , დედოფლისწყაროს სერვისცენტრში -45. 
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დედოფლისწყაროში მარცვლეული კულტურის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს, წარმატებულ ალობაში კი მნიშვნელოვან ფაქტორს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები ასრულებს, რითაც დედოფლისწყაროელი ფერმერებიც აქტიურად სარგებლობენ.

გააზიარე