ხორნაბუჯში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

19 თებერვალი, 2020

                                                                                                                    

 სოფელ ხორნაბუჯს საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა ექნება. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დაწყებულია და ის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
მიმდინარე მშენებლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ხორნაბუჯში მერის წარმომადგენელთან, მერაბ მაძღარაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ხორნაბუჯის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღი სოფელ ხორნაბუჯისა და ჭოეთის დასახლების აღსაზრდელებისთვისაა გათვლილი . საბავშვო დაწესებულებაში მომავალი თაობის ღირსეული აღზრდისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 865 999 ლარს შეადგენს.

გააზიარე