ხელისუფლების წარმომადგენლები მირზაანში, არბოშიკსა და ოზაანში

27 სექტემბერი, 2019

                                                                                                                    

      რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები გრძელდება. 
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მირზაანის, არბოშიკისა და ოზაანის მოსახლეობას შეხვდნენ. 
აღნიშნული შეხვედრების მიზანი მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა და 2020 წლის ბიუჯეტში არსებული საჭიროებების გათვალისწინებაა. 
სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ გამოწვევად სასმელი წყლის პრობლემა დასახელდა.

გააზიარე