სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

21 იანვარი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფლის საერთო კრებები დაიწყო.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ზემო ქედში , არხილოსკალოსა და ქვემო ქედში ჩატარდა.
შეხვედრებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კობა ქურციკიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში გაიმართება.

გააზიარე