სასოფლო ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

3 სექტემბერი, 2019

                                                                                                                         

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასოფლო ამბულატორიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ გამარჯვებასა და ზემო მაჩხაანში დაათვალიერა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფლის ამბულატორიას ჩაუტარდება. უკვე არსებობს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, რომლებთანაც მერია ხელშეკრულებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააფორმებს. შესაბამისად, აღდგენითი სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
წელს რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სამედიცინო დაწესებულებას ჩაუტარდება.

გააზიარე