საქველმოქმედო აქცია სათნოების სახლში

26 April, 2019

                                                                            

     დედოფლისწყაროს სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან , გოჩა სამუკაშვილთან და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან, დოდო ხუნაშვილთან ერთად სოციალური სახლის ბენეფიციარები მოინახულა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა. 
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სააღდგომო სასაჩუქრე კალათა 230 ბენეფიციარს გადაეცა.

გააზიარე