პოეტი ჯუმბერ უთრუთაშვილი 80 წლისაა
დედოფლისწყაროელ პოტს, ჯუმბერ უთრუთაშვილს 80 წელი შეუსრულდა. პოეტის იუბილეს მიეძღვნა საღამო, რომელიც დედოფლისწყაროს კულტურის სახლში გაიმართა.
საიუბილეო ღონისძიებაზე ჯუმბერ უთრუთაშვილის მეგობრებმა მისი ლექსები წაიკითხეს და პოეტის განვლილ შემოქმედებით გზაზე ისაუბრეს.
ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.