ფაშიზმზე გამარჯვების დღე დედოფლისწყაროში

9 May, 2019

                                                                                                                              

                                    

    დედოფლისწყაროში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრი კაპანაძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა მალხაზ ლომსიანიძემ და საკრებულოს წევრმა მიხეილ ბახუტაშვილმა -მიულოცეს. -
ფაშიზმზე გამარჯვებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წელს მეორე მსოფლიო ომის ოთხი ვეტერანი აღნიშნავს : იოსებ ნატროშვილი, ნიკო შანშიაშვილი, რევაზ ჯანიაშვილი და ზურაბ სულაშვილი. თითოეული მათგანი ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ლარს , ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარს და სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს. შინმოუსვლელთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებას ერთი მათგანი - 94 წლის ზურაბ სულაშვილი დაესწრო. 
ფაშიზმზე გამარჯვება დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აღინიშნა.

გააზიარე