ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

10 May, 2019

                                                                                                                                                  

      დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიური ტემპით მიმდინარეობს. 
მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროთან, ნოდარ პაპუაშვილთან ერთად ქ. დედოფლისწყაროში, პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა . პროექტის ფარგლებში , მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა და წინამოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც მოხდება გზის მოასფალტება.
დღესვე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და ნოდარ პაპუაშვილმა სოფელ სამრეკლოში, ე. წ. ,,დამპალოს უბანში“ , ახლად მოასფალტებული გზა მოინახულეს . უბნის მცხოვრებლებმა მერს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. 
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული მშენებლობების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

გააზიარე