ნიკოლოზ ჯანიაშვილის სარვამარტო მილოცვა

9 მარტი, 2018

                                             

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს-ქალთა საერთაშორისო დღეს. 
ჩვენდა საამაყოდ, საქართველოში ქალის როლი ყოველთვის გამორჩეული იყო, ქართველ ადამიანს კი ქალისადმი პატივისცემა ოდითგან გააჩნდა. როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ასევე ქართულ ენაში, ფოლკლორსა თუ ლიტერატურაში ამის არაერთი მაგალთი არსებობს. ვფიქრობ, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ამ ტრადიციიდან ჩვენს ერს მნიშვნელოვნად არასოდეს გადაუხვევია და თანამედროვე ქალი უწინდებურად არის აქტიური სამოქალაქო პირი და ოჯახის ბურჯი. 
ჩვენო მშვენიერო, ამაგიანო, შვილების ღირსეულად აღმზრდელო და საამაყო ქალბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას. ასევე გისურვებთ, რომ იყოთ წარმატებულები თქვენს საქმიანობაში, ბედნიერი დედები, მეუღლეები, ბებიები, შვილები, დები... იყავით ყოველთვის ლამაზები და ხალისიანები, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ . 
პატივისცემით- ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი

გააზიარე