,,მოდი ღამე მუზეუმში" დედოფლისწყაროში

19 May, 2019

                                                                                                                                   

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 
ღონისძიებაზე ,,მოდი ღამე მუზეუმში“ წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მხატვრის , სოფიო კირვალიძის ნამუშევრები. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა მოესმინა ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის გუნდის მრავალფეროვანი რეპერტუარი და დედოფლისწყაროელი პოეტების შემოქმედება. 
მუეუმის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, მერიის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ თამაზაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა,ქ.დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ცარო მარტიაშვილმა,მერიის თანამშრომელმა ნანული ნატროშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომელმა ლელა ბიღიაშვილმა,

გააზიარე