მერის 2020 წლის ანგარიში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის   ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის   ადამიანური რესურსებისა და  საქმისწარმოების განყოფილებაში   2020 წელს    შემოსულია   5437   კორესპონდენცია,   შესრულებულია 2684   წერილი,  გამოცემულია   650-ს   საერთო ბრძანება   და  386-კ   საკადრო  ბრძანება.

მოქალაქეთა  მომსახურების   განყოფილებას   2020  წლის  1 იანვრიდან   30 ოქტომბრის ჩათვლით მიმართა სულ   1905   მოქალაქემ.  დაკმაყოფილდა  1783   განცხადება, უარი ეთქვა    68 განცხადებას, განხილვის პროცესშია  54.                                                                       

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების  სამსახურს  განსახილველად გადაეცა  - 1535   განცხადება. დადებითი პასუხი   გაეცა- 1520, უარყოფითი   პასუხი - 11, განხილვის პროცესშია - 4.

ადმინისტრაციულ   და შესყიდვების   სამსახურს  განსახილველად   გადაეცა  46  განცხადება. დადებითი  პასუხი    გაეცა  - 38,  უარყოფითი  - 7,   განხილვის პროცესშია - 1.

ინფრასტრუქტურულ სამსახურს - 170  განცხადება. დადებითი - 142, უარი - 22, განხილვის პროცესშია - 6.

ზედამხედველობის სამსახურს   გადაეცა   47  განცხადება, დადებითი  პასუხი გაეცა - 31, უარყოფითი - 3,    განხილვის პროცესშია - 13.

ეკონომიკისა   და  ქონების მართვის სამსახურს   გადაეცა  48   განცხადება. დადებითი   პასუხი   გაეცა  - 32,   უარყოფითი  - 4,    განხილვის პროცესშია - 12.

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას   გადაეცა  - 22 განცხადება. დადებითი   პასუხი   გაეცა  - 2.     უარყოფითი - 4. განხილვის პროცესშია - 16  განცხადება.

განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა   და  ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურს  გადაეცა   1  განცხადება.

შიდა აუდიტის სამსახურს - 4   განცხადება.დადებითი - 2   პასუხი   გაეცა, განხილვის პროცესშია - 2.

იურიდიულ სამსახურს    გადაეცა  - 29   განცხადება. დადებითი   პასუხი   გაეცა  - 12, უარყოფითი - 17,

საფინანსო-საბიუჯეტო    სამსახურს   გადაეცა  - 3 განცხადება.. დადებითი  პასუხი   გაეცა  - 2,   განხილვის პროცესშია - 1.

 

შემოსულობები

 

ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების   2020 წლის   10 თვის გეგმა შესრულებულია 73,8 % ით, გეგმა იყო 9769,7,0 ათასი ლარი, ფაქტიური   7213,7 ათასი ლარი, მათ შორის: გადასახადების გეგმა შესრულებულია 46,4  %-ით,  გეგმა 3990,0 ათასი ლარი, ფაქტიური  1853,3 ათასი ლარი, აქედან:  დამატებითი ღირებულების  გადასახადის გეგმა შესრულებულია 100,0 %-ით, გეგმა 1259,0 ათასი ლარი, ფაქტიური 1259,0 ათასი ლარი,   ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია 8,3 % ით, გეგმა იყო 2335,0 ათასი ლარი, ფაქტიური   194,3 ათასი ლარი.  

       ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი შესრულებულია 77,9 % გეგმური 1700,0 ათასი ლარიდან  შემოსულია 1324,7 ათასი ლარი.

        მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ნაცვლად გეგმური  29,0  ათასი ლარისა შემოსულია 28,2 ათასი ლარი.

        შემოსავალი ჯარიმებიდან  და საურავებიდან გეგმიური 80,0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია  62,2  ათასი ლარი. 

      არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალმა 2020 წლის ათ  თვეში  შეადგინა 70,0  ათასი ლარი.

  სპეციალური  და  მიზნობრივი ტრანსფერები 2020  წლის  ათ   თვეში გათვალისწინებული იყო 3757,7  ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხულია   3685,7 ათასი ლარი.

 

      

გადასახდელები

    2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის   ათ  თვეში    გადასახდელების გეგმა შესრულებულია 85,3 %-ით, გეგმა 10703,3 ათასი ლარი, ფაქტიური 9132,1 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გეგმიური 2200,0 ათასი ლარიდან გახარჯულია 2110,0  ათასი ლარი, აქედან: საკრებულოს მიერ გეგმიური 500,0 ათასი ლარიდან ათვისებულია 491,7 ათასი ლარი, ხოლო მერიის მიერ გეგმიური  1700,0  ათასი ლარიდან ათვისებულია 1618,3 ათასი ლარი.

        სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გახარჯულია 80,0 ათასი ლარი. 

           გარე განათების ექსპლოატაციაზე გახარჯულია 510,1 ათასი ლარი, ხოლო      დასუფთავების ღონისძიებებზე  616,2  ათასი ლარი. გზების მშენებლობა  რეაბილიტაციაზე გახარჯულია  2100,5 ათასი ლარი. საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე 172,1 ათასი ლარი. წყალმომარაგების სისტემის გაყვანა რეაბილიტაციაზე გახარჯულია 102,2  ათ. ლარი. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 271,8 ათასი ლარი.

          მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში დაფინანსებულია 998,3ათასი ლარით, მათ შორის:  კულტურის სფეროში მომსახურებაზე  გახარჯულია 433,0 ათასი ლარი, სპორტულ ღონისძიებებზე 341,4 ათასი ლარი,  საგამომცემლო საქმიანობაზე 60,5 ათასი ლარი,  ხოლო ხელოვნების სკოლა დაფინანსებულია 123,0 ათასი ლარით. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა 40,4  ათასი ლარით.

          სკოლამდელი განათლების ღონისძიებები  დაფინანსებულია 1319,4   ათასი  ლარით. საშუალო სკოლები  დაფინანსებულია  149,6  ათასი ლარით.

          სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გეგმიური 599,0 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 589,9 ათასი ლარით, მათ შორის: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაფინანსებული 86,8 ათასი ლარით, სათნოების სახლი 207,8 ათასი ლარით,  ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 251,5 ათასი ლარით   არის დაფინანსებული .წითელი ჯვარი  დაფინანსებულია    43,8 ათასი ლარით.

             სარეზერვო ფონდიდან 2020  წლის  ათ   თვეში  გამოყოფილი  110,3ათასი ლარიდან     გახარჯულია სრულად,   მათ შორის : კოვიდ -19 ის პანდემიასთან  დაკავშირებით გახარჯული იქნა 77,8 ათასი ლარი, ხოლო   სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული   სახურავების  შესაკეთებლად   32,5 ათასი ლარი.

 

     დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ორგანიზებულად შესრულების მიზნით შემუშავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2020 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც დამტკიცდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებით. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა, რომ იგი მაქსიმალურად  გამჭვირვალე   და  ხელმისაწვდომი ყოფილიყო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის.

განისაზღვრა სოციალური დახმარების პრიორიტეტები და მიზნობრივი ჯგუფები, რომელთათვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 669300  ლარი. 

       სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის   გაუმჯობესების ღონისძიების    პროგრამის   პრიორიტეტებია:

  • მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი;

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა        (18 წლამდე)  ოჯახი; 

  • ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  (18 წლამდე)  ოჯახი;

  • ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან ერთერთი (მარტოხელა მშობლის  შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

  • მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;

  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი;

  • ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;

  • გარდაცვლილი  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდის  ოჯახი;

  • უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა;

  • 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე;

  • მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი და მონაწილე;

  • ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე.

  • მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი.

  • სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება

  • აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრუწლოვან ბავშვთა ოჯახი

  • სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

  

         18 წლამდე ასაკის სპორტსმენის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება,  სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ტრამვირებისას,  გეგმიური, მწვავე სტაციონარული მკურნალობის, მრტ,  კტ და 100 ლარზე მეტი ღირებულების კვლევების შემთხვევაში. 

 

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურში მოქმედებს მუდმივმოქმედი კომისია მოქალაქეთა სტაციონარული ან სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების შესახებ, რომელიც მუშაობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 

 

  •   აღნიშნულმა კომისიამ 2020 წლის 30  ოქტომბრის მდგომარეობით ჩაატარა 48  სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული დაპირება  გაიცა 231 მოქალაქეზე და დასაფინანსებელმა თანხამ შეადგინა 66921 (სამოცდაექვსი ათას ცხრაასოცდაერთი) ლარი.     

 

  •  დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებით დამტკიცდა 2020 წლის ზამთრის სეზონზე დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესიც, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა 800  ისეთი  ოჯახი (თითო ოჯახზე გამოიყო ერთჯერადად 100 ლარი), რომლის  სარეიტინგო   ქულა   შეადგენდა   150000-ს   ან   ნაკლებს.

 

  •  2020 წლის 1 იანვრიდან   30 ოქტომბრის  ჩათვლით მოქმედი მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამით   ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად საერთო ჯამში დახმარება გაეწია 1483  ბენეფიციარს, რაზეც გაიხარჯა  228394 (ორას ოცდა რვა ათას სამას ოთხმოცდა თოთხმეტი) ლარი. 


 

  • 2020 წელს 21  ბენეფიციარს გადაეცა ინვალიდის  ეტლი.

 

მუნიციპალიტეტის მერის  მხარდაჭერით და  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების   სამსახურის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით წამყვანი კლინიკების მიერ 3-ჯერ  ჩატარდა   მოქალაქეთა   უფასო კვლევის აქციები, რითაც   მუნიციპალიტეტში    მცხოვრებმა  ბევრმა  მოქალაქემ ადგილზე  მიიღო აღნიშნული სერვისი.

  

  მინიმალური სოცილური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების 2020 წლის პროგრამის მიზანი იყო მისი ხელმისაწვდომობა, ხოლო მისი განხორციელების შედეგი კი ამ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა. 

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის  მიერ  საქართველოს კანონის  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  მე–14 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 02 ივნისის N247 დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მე-2 თავის მე-7, მე-8, მე-9 მუხლებისა და მუნიციპალიტეტის მერის  2020 წლის 27 იანვრის N42-ს ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის იანვარ-აპრილში განხორციელდა 2003 წელს დაბადებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა.                      პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას ექვემდებარებოდა 134  მოქალაქე,  მათგან სამხედრო აღრიცხვაზე   აყვანილი   იქნა    96.                                                                                                                                          

მიწერის კომისიის მუშაობის პერიოდში წვევამდელებს  განემარტათ მათი ვალდებულებები და კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ძირითადი მოთხოვნები.  

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N62 დადგენილების, მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის  10 თებერვლის N88-ს ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივლისის N474 დადგენილების,  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერის  2020 წლის 04 აგვისტოს N452-ს ბრძანების საფუძველზე, სამსახურმა უზრუნველყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის ჩატარება. აღნიშნულ პერიოდში გამწვევი კომისიის სხდომებზე პერსონალური უწყებით გამოძახებული იქნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძველი.

     საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში დედოფლისწყაროს გამწვევ კომისიაზე გამოძახებული იქნა 207 წვევამდელი.

   გამოცხადდა და გადაწყვეტილება  მიღებულია  114   წვევამდელზე:

1.    სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ -   28  წვევამდელზე.

2.    გათავისუფლების შესახებ (29-ე მუხლი) – 1 წვევამდელზე.

3.    გადავადების შესახებ (30-ე მუხლი)-  85  წვევამდელზე.

        საგაზაფხულო გაწვევის გეგმა-დავალება შეადგენდა 17 წვევამდელს. 2020 წლის 21 თებერვალს  1  წვევამდელი გაწვეულია  თავდაცვის სამინისტროს ძალებში.

      „სამხედრო  სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა  2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N 62 დადგენილების შესრულების მიზნით, საქართველოში არსებული COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, მიღებული იქნა  სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევისათვის განსაზღვრული კორექტირებული გეგმა-გრაფიკი, რომელიც შეადგენდა 7 წვევამდელს.  

   2  წვევამდელი   ჩარიცხულია  შსს (ყაზარმული)  შსს-ში, 

 თავდაცვის სამინისტრო (ყაზარმული) -  10  წვევამდელი, 

  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 2 წვევამდელი.

  ხოლო შსს საკონტრაქტო სამსახურში (დაცვის პოლიცია)  ჩაირიცხა 6 წვევამდელი.

  არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულია 1 წვევამდელი.

   2020 წლის საშემოდგომო გაწვევის პერიოდში მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიაზე გამოძახებას ექვემდებარება 300 წვევამდელი.  2020 წლის 07 აგვისტოდან  30 ოქტომბრამდე გამოძახებული იქნა  264  წვევამდელი, აქედან გამოცხადდა 210 წვევამდელი.                               

  147   წვევამდელზე მიღებულია    შემდეგი   გადაწყვეტილება:

1.    სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ -  27

2.    გათავისუფლების შესახებ (29-ე მუხლი) -  3

3.    გადავადების შესახებ (30-ე მუხლი)  -  117

      63 წვევამდელმა  (სტუდენტები, დედისერთები, ცოლშვილიანები)                                                                                             გაიარა  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის გამწვევი კომისია.  

მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიაზე  არ გამოცხადდა 54  წვევამდელი, აქედან 20 წვევამდელზე    მასალები   გადაეცა   პოლიციას, დანარჩენ  34  წვევამდელზე შედგენილი იქნა  ოქმი, ბინაზე შემოწმების შესახებ.                                                                                              

 საშემოდგომო გაწვევის გეგმა-დავალება შეადგენს 21 წვევამდელს, გაწვეულია 13  წვევამდელი, აქედან: 

  თავდაცვის სამინისტროში (ყაზარმული) – 10 წვევამდელი,                                    

  შსს ყაზარმული - 1 წვევამდელი,

  შსს  - 2   წვევამდელი, 

  შსს საკონტრაქტო სამსახურში (დაცვის პოლიცია) ჩაირიცხა   6  წვევამდელი.

  არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულია   3  წვევამდელი.

სამსახურის მუშაკები, 2020 წლის საგაზაფხულო-საშემოდგომო გაწვევის პერიოდში წვევამდელთა საცხოვრებელ ადგილებზე გასვლით, ახდენდნენ ინფორმაციის მოპოვებას წვევამდელთა ადგილსამყოფელის, განათლების, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სამხედრო სავალდებულო  სამსახურიდან რეზერვში  დათხოვნილ პირთა აღრიცხვაზე დაყენება და მათზე დროებითი მოწმობის   გაცემა. რეზერვისტთა საერთო აღრიცხვაზე მყოფი პირები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს სხვა    მუნიციპალიტეტებში, მოხსნილი იქნენ აღრიცხვიდან. ასევე, აღრიცხვიდან მოიხსნენ და გადაყვანილნი იქნენ სპეც. აღრიცხვაზე  ის პირები, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს ძალოვან სტრუქტურებში. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის  G-1 დეპარტამენტიდან შემოსული მოთხოვნის საფუძველზე  12  მოქალაქეზე შეიქმნა პირადი საქმე და გადაეგზავნა ადრესატს მათი საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი 27 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქეები, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა  და დედოფლისწყაროს მუიციპალიტეტის მერის ბრძანებების საფუძველზე ჩარიცხულები არიან სამობილიზაციო რეზერვში  და  შესაბამისად მოხდა მათი რეზერვისტთა აღრიცხვაზე დაყენება.


 

                                                                                                    







 

                                                



 

გააზიარე