მერიაში COVID-19-ის პრევენციაზე იმსჯელეს

5 მარტი, 2020

                                                                                                                      

  დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილისა და მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თათბირს სტრუქტურული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენრტის, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას COVID-19-ის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაუწევს. სამუშაოების ფარგლებში ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო, სასწავლო და საჯარო დაწესებულებები, მოხდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სხვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონებთან კოორდინირებულ რეჟიმში COVID-19-ის ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, თითოეულმა მოქალაქემ სამთავრობო უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები მკაცრად უნდა დაიცვას.

გააზიარე