,,მასწავლებელი შუქი სულისა“ კულტურის სახლის სცენაზე

4 ოქტომბერი, 2019

                                                                                                                   

     დედოფლისწყაროს კულტურის სახლში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მასწავლებელი შუქი სულისა“ გაიმართა.
კონცერტზე საპენსიო ასაკს მიღწეულ და მოქმედ წარმატებულ პედაგოგებს სიგელები და საჩუქრები დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თაბვმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ დავითაშვილმა და საკრებულოს კულტურის , განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ ბხუტაშვილმა გადასცეს . 
ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა წარმოადგინეს. 
მუნიციპალიტეტის მასშტაბით პედგოგიური მოღვაწეობა წელს 58-მა პენსიონერმა დაასრულა, ხოლო მშობლიურ სკოლებში ყველაზე წარმატებულად თხუტმეტი პედფაგოგი დასახელდა.

გააზიარე