დამატებითი    ინფორმაცია

22 თებერვალი, 2021

  დამატებითი    ინფორმაცია


 

 
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

აუცილებელია დახურულ კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი, უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
2. ადმინისტრაციულ,  საქმისწარმოების,   იურიდიულ, ზედამხედველობის, ეკონომიკურ  ან ინფრასტრუქტურის      საკითხებში   2 (ორი) წლის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ინფორმაცია კონკურსის ეტაპების შესახებ, გასაუბრების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 
განცხადებების რეგისტრაცია წარმოებს 2021 წლის  23 თებერვლის  ჩათვლით. 
გააზიარე