ახალი სპორტული ინვენტარი

24 April, 2019

                                                                                                                                            

 

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ა (ა) იპ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრში იმყოფებოდა და სპორტული ინვენტარი დაათვალიერა, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ფონდმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრმა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს კიკ ბოქსინგისა და უშუ სანდასთვის ტატამიც შეიძინა. სპორტის ეს სახეობები დედოფლისწყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ტურნირზე არაერთმა დედოფლისწყაროელმა ისახელა თავი.

გააზიარე