საახალწლო კონცერტი დედოფლისწყაროს კულტურის სახლში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს კულტურის სახლში გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.
კონცერტში ადგილობრივი საბავშვო ანსამბლები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ჯიბღაშვილმა.